კალათა
Cover
გიორგი გიორგაშვილი

მასტერკლასი - მამაკაცის რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობის სხეულის ენა

99₾


კურსის Id: 11
როგორ წავიკითხოთ, მამაკაცის რომანტიკული ფიქრები, აზრები, გრძნობები, ემოციები, სხეულის ენის საშუალებით, ანუ არავერბალურად (სხეულის სხვადასხვა მოძრაობებით, ჟესტებით, მიმიკებით, მიკრო გამომეტყველებებით, თვალებით, ფეხებით, სივრცის დაკავებით, სუნთქვით) და აგრეთვე ვერბალურად, მეტყველების დროს (საუბრის მანერით, წარმოთქმული სიტყვებით). ეს კურსი განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის, რათა ხელისგულივით წაიკითხონ მამაკაცის ფიქრები, აზრები, გრძნობები, ემოციები, ასევე, მამაკაცებისთვის, რათა უკეთ შეისწავლონ საკუთარი სხეულის ენა და დააკვირდნენ, თუ რა სხეულის მოძრაობებს, ჟესტებს, მიკრო გამომეტყველებებს იყენებენ, როგორი მანერით საუბრობენ, ან გამოიყენონ მასტერკლასში მოცემული საიდუმლო სხეულის ენის ნიშნები, რათა ქალბატონებს, თავი მოაწონონ და შეაყვარონ. მასტერკლასის გავლის შემდეგ, ქალბატონები დაეუფლებით, სხეულის ენის საიდუმლოებებს, თავისუფლად შეძლებთ, მამაკაცების რომანტიკული აზრების, ფიქრების, გრძნობების სწორად წაკითხვას და აგრეთვე მასტერკლასში მოცემული ტექნიკების საშუალებით, მარტივად შეძლებთ, მამაკაცს თავი მოაწონოთ, მოხიბლოთ, შეაყვაროთ და ცოლადაც გაჰყვეთ. მასტერკლასის ავტორია გიორგი გიორგაშვილი, რომელიც გახლავთ, სხეულის ენის და ეფექტური კომუნიკაციების ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი, ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების და 7 წიგნის ავტორი (სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება, რას ამბობს სხეული და სახე, მიკრო გამომეტყველებები და მათი წაკითვის ხელოვნება, ლიდერის და წარმატების მიღწევის სხეულის ენა, ფენ-შუი და ფული, მუდრების მაგიური ძალა, საიდუმლო და უძველესი სწავლებანი). კითხულობს ლექციებს, ატარებს ტრენინგებს და მასტერკლასებს როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მასტერკლასში გამოყენებული მატერიალური მასალა, წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული და დაუშვებელია, უნებართვოდ, მისი გავრცელება. WWW.GGSTAR.GE