წიგნი ეძღვნება ქართულ ენას,
ყველა სინათლისა და სიმართლის მაძიებელს.

სამყაროს შექმნა, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა და
ღმერთის არსებობა, უდიდესი მისტერიებით არის მოცული.
საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მსჯელობა, განხილვები, კვლევები, თუ რა და როგორ
მოხდა. არსებობს უამრავი თეორია, ზოგიერთი მათგანი
სიმართლესთან გვაახლოებს და ზოგიერთიც გვაშორებს,
მაშინაც კი, როდესაც არ ვიცით ნამდვილი ჭეშმარიტება რა
არის და მას შეფარდებითს ვუწოდებთ. თითოეული მოვლენის
მიმართ, ყველა ადამიანს საკუთარი შეხედულება-მოსაზრება
გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვარსებობთ და არსებობს
ბევრი საიდუმლო მეცნიერება, ფილოსოფიური მიმდინარეობა,
რელიგია, ხელოვნება, საიდუმლო სკოლები, საზოგადოებები
და რაც ყველაზე მთავარია იბერიულ=ქართული ენა და ანბანი,
რომელიც სამყაროს გასაღებია და ღმერთისა და საკუთარი
თავის შეცნობაში გვეხმარება.